პსჟ-ს ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და გამორჩეული შემტევი მარკო ასენსიო პარიზულ კლუბს ტოვებს. მისით ბირმინგემის ასტონ ვილა ინტერესდება.
ინგლისური კლუბი მზადაა, რომ ესპანელი შემტევის ყიდვა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მოასწროს. ისინი ჩელსიდან ჟოაო ფელიქსის დამატებასაც განიხილავენ.
მიუხედავად დიდი გამოცდილებისა და კლასისა, ენრიკე ასენსიოს დიდ სათამაშო დროს არ აძლევს და ძირითადად, მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შემოდის ხოლმე.
მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელია ასენსიოს ფლანგზე არ თამაშობს, კვარას გუნდში მისვლის შემდეგ, შეტევის ხაზში კონკურენცია კიდევ უფრო გაიზარდა, რის გამოც ასენსიოს სათამაშო დრო კიდევ უფრო ნაკლები იქნება.














