გერმანულმა სააგენტო Transfermarkt.com-მა მოთამაშეების განახლებული სატრანსფერო ღირებულებები წარადგინა. სიაში მოხვდა საქართველოს ეროვნული ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელიც, რომლის სატრანსფერო ფასებიც გაიზარდა.
ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი €80 მილიონიდან €90 მილიონამდე გაიზარდა. ასევე შეიცვალა გიორგი მიქაუტაძის ღირებულაც — ლიონის ფორვარდის ფასმა 2 მილიონით მოიმატა და €22 მილიონი გახდა.
და ბოლოს, გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდის შემტევი ნახევარმცველის ფასი €4.5 მილიონი გახდა.













