მხარეებს შორის €40 მილიონიანი გარიგება შედგა, ფეხბურთელისთვის კი 5-წლიანი კონტრაქტი მზადაა. 24 წლის ფრანგი ცენტრალური მცველი ლონდონში დღეს ჩაფრინდება, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
იმის მიუხედავად, რომ ტოდიბოს იუვენტუსში თამაშის დიდი სურვილი ჰქონდა, ფეხბურთელმა ვესტ ჰემის სოლიდურ შემოთავაზებაზე უარი ფიზიკურად ვერ თქვა.
"ჩაქუჩებმა" ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს 5 ფეხბურთელი უკვე დაიმატეს და ტოდიბო რიგით მე-6 იქნება:
მაქს კილმანი ვულვზიდან (€47.5 მილიონი);
კრისენსიო სამერვილი ლიდს იუნაიტედიდან (€29.3 მილიონი);
ნიკლას ფულკრუგი დორტმუნდიდან (€27 მილიონი);
ლუის გილერმე პალმეირასიდან (€23 მილიონი);
გუიდი როდრიგესი ბეტისიდან (თავისუფალი აგენტი);













