იმის მიუხედვად, რომ პსჟ ფრანკო მასტანტუონოს ტრანსფერზე რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა, 17 წლის არგენტინელმა ტალანტმა ფრანგულ კლუბს უარი მაინც უთხრა, ამის მიზეზი კი რეალ მადრიდია! მას შემდეგ, რაც საქმეში სამეფო კლუბი ჩაერთო, მასტანტუონომ პარი სენ-ჟერმენთან ყველანაირი მოლაპარაკებები შეაჩერა და პრიორიტეტი რეალ მადრიდს მიანიჭა.
რეალ მადრიდის წარმომადგენლემა ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრანსფერი სულ რამდენიმე საათის წინ დახურეს. როგორც ირკვევა, მხარეებს შორის €45-50 მილიონიანი გარიგება შედგა. ფეხბურთელს ახალ კლუბში უკვე ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და გრძელვადიან კონტრაქტს გააფორმებს. ახალგაზრდა ფეხბურთელი სამეფო კლუბს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შეუერთდება.
ფრანკო მასტანტუონო რივერ პლეიტის აკადემიის აღზრდილია, 2024 წლიდან მოყოლებული კი პირველი გუნდის ღირსებას იცავს. ფეხბურთელმა ამ დროში 61 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 10 გოლი და 7 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. პოზიციით "ათიანი" არგენტინის 20-წლამდე ნაკრების შეუცვლელი წევრია, რამდენიმე დღის წინ კი ეროვნულ ნაკრებშიცგამოიძახეს.













