"ვადასტურებ სპორტინგის ინტერესს. ასევე სხვა კლუბებთანაც მიდის მოლაპარაკება", - განაცხადა ხავიერ პიკერმა ჩვენთან საუბარში.
გიორგი ქოჩორაშვილს ლევანტესთან არსებული კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. ვალენსიური კლუბი ქართველ ფეხბურთელს დაახლოებით €10 მილიონად აფასებს. მოსალოდნელია სხვა კლუბების გააქტიურებაც, თუმცა ამ მომენტისთვის ფავორიტი სპორტინგია.














