21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის წარმატებით დასრულების შემდეგ, ახალგაზრდა ფეხბურთელი ნოდარ ლომინაძე ახალ კლუბში გადავიდა.
როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ლომინაძე კარიერას პორტუგალიურ ესტორილში გააგრძელებს. კლუბი ოფიციალურ ინფორმაციას უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.
ლომინაძე ეშტორილთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. შეგახსენებთ, რომ ის დინამო თბილისის საკუთრებაა.
პორტუგალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში ეშტორილმა წარმატებულად ითამაშა და მე-8 პოზიცია დაიკავა. წელს მათი მიზანი ევროზონაში მოხვედრაა.













