გავლენიანი იტალიური გამოცემები საკმაოდ ხმაურიან ინფორმაციას ავრცელებენ — როგორც ირკვევა, ალისონ ბეკერმა შესაძლოა ზაფხულში ლივერპული დატოვოს და იტალიაში დაბრუნდეს! დიახ, გამოცდილი ბრაზილიელი მეკარის ტრანსფერზე იუვენტუსი მუშაობს, მეტიც, მხარეებს შორის წინასწარი სიტყვიერი შეთანხმებას კი შედგა, რაც იმას ნიშნავს, რომ 33 წლის კარის დარაჯი "ბიანკონერიში" გადასვლას სერიოზულად განიხილავს.
იმის მიუხედავად, რომ ლივერპულმა ალისონ ბეკერს ახალი 1-წლიანი კონტრაქტი სულ რამდენიმე კვირის წინ გაუფორმა, მაინც დიდი შანსია ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ენფილდი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვოს.
იუვენტუსი ახალ პირველ ნომერს ეძებს, ალისონ ბეკერი კი მათთვის #1 სამიზნეა. უახლოეს კვირებში, ალისონ ბეკერის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი, რადგან ამ მომენტისთვის უცნობია რა გეგმა აქვთ ლივერპულში, შესაბამისად, ბრაზილიელის პოტენციურ ტრანსფერზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.













