დადასტურებულად — მიმდინარე სეზონი როგორც არ უნდა დასრულდეს, გონსალო გარსია ზაფხულში რეალ მადრიდს 100% დატოვებს. როგორც ცნობილი ხდება, სამეფო კლუბში გადაწყვეტილება უკვე მიიღეს და 22 წლის ესპანელი ფორვარდის სანაცვლოდ ყველა შეთავაზებას განიხილავენ. გავლენიანი წყაროების ინფორმაციით, გონსალო გარსიასა და მის აგენტს ამ გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობეს.
როგორც ირკვევა, რეალ მადრიდი გონსალო გარსიას პირდაპირ გაყიდვას გეგმავს, რადგან ფინანსური სარგებელი ნახოს, მის ადგილს მომდევნო სეზონში კი ენდრიკი დაიკავებს, რომელიც ლიონიდან სამეფო კლუბში 100% დაბრუნდება.
გონსალო გარსიას რეალ მადრიდთან არსებული კონტრაქტი 2030 წლამდე აკავშირებს, მისი სატრანსფერო ფასი კი დაახლოებით €30/35 მილიონია. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, ესპანელი ფორვარდის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.













