შეთანხმება შედგა — ჟოაუ ფელიქსი ჩელსიდან კარიერას ალ ნასრიში გააგრძელებს! მხარეებმა გარიგების ყველა დეტალი შეათანხმეს, პორტუგალიელ ფეხბურთელს საუდიში უკვე ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. ალ ნასრი 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით €50 მილიონს გადაიხდის.
მას შემდეგ, რაც ჟოაუ ფელიქსი მილანიდან ჩელსიში დაბრუნდა, ფეხბურთელის ტრანსფერზე ბენფიკა მუშაობდა, თუმცა სიტუაცია იმ მომენტიდან შეიცვალა, რაც საქმეში ალ ნასრი ჩაერთო. საუდის კლუბმა როგორც ჩელსის, ისე ფეხბურთელსაც საუკეთესო შეთავაზება გაუკეთა და გარიგებაც დაიხურა.
ჟოაუ ფელიქსი ჩელსის ღირსებას 2024 წლიდან მოყოლებული იცავდა. ფეხბურთელმა ამ დროში 40 მატჩი ჩაატარა, რა დროშიც 11 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემაც შეასრულა.













