როგორც ფრანგულ პრესაში იწერება, "მწვანეები" 23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ €6 მილიონის გადაიხდიან, ზურიკო კი კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ხელშეკრულების 1-წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. ბორდოს ფინანსური პრობლემები ისევ აქვს, შესაბამისად, გუნდს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ბევრი ფეხბურთელი დატოვებს და ამ სიაშია დავითაშილიც.
ფრანგული L'Équipe-ის ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი უკვე საფრანგეთში იმყოფება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს მოაწერს ხელს.













