ზურიკო დავითაშვილი სენტ-ეტიენის დასატოვებლად ემზდება. 24 წლის ქართველი ფეხბურთელი ლიგა 2-ში დარჩენას არ აპირებს და ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდება, ახალ სეზონს, ახალ გუნდშიც დაიწყებს.
როგორც რამდენიმე კვირის წინ მოგახსენეთ, ქართველი ფეხბურთელის მიმართ ფრანგული კლუბების ინტერესი უკვე დადასტურდა, საიდანაც ყველაზე მეტად სტრასბურგი აქტიურობს. ახლა კი როგორც ცნობილი ხდება, საქმეში რენი და ბეშიქთაშიც ჩაერთვნენ. ორივე კლუბის ინტერესი რეალური და დადასტურებულია.
სენტ-ეტიენი ქართველ ფეხბურთელს დაახლოებით €15-20 მილიონად აფასებს. უახლოეს კვირებში, ზურიკო დავითაშვილის პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი. მოსალოდნელია სხვა კლუბების გააქტიურებაც.













