ყველაზე რეალური ინტერესი კი ტურინის იუვენტუსიდანაა. "ბებერი ქალბატონი" მცველის პოზიციაზე რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, ამ სიაში გოგლიჩიძეცა არის. იუვენტუსი ტრანსფერის განხორციელებას ზამთარშივე აპირებს.
კლუბის ხელმძღვანელობამ ამ რამდენიმე ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები წარადგინა.
LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, თუ გოგლიჩიძე-იუვენტუსის ტრანსფერის საქმე ბოლომდე მივა, ქართველის ანაზღაურება 5-ჯერ მეტი იქნება, ვიდრე ემპოლიშია.
ემპოლიში მისი ხელფასი წლიურად 80 ათასი ევროა, რაც თვეში დაახლოებით 5 ათასი ევროს ტოლფასია. ასეთი დაბალი ხელფასი გასაკვირი არ არის, რადგან გოგლიჩიძე იტალიაში ჩავიდა როგორც ტალანტი, რომელსაც თავი უნდა წარმოეჩინა და მან ეს შეძლო.
შესაბამისად, როგორც გითხარით, ახალ კლუბში გადასვლის შემთხვევაში, მისი პირობები გაცილებით უკეთესი იქნება.
ამას ისიც ემატება, რომ დანილოს წასვლის შემდეგ, იუვენტუსის სახელფასო ვალდებულებები შემცირდა. ბრაზილიელის ხელფასი წლიურად 4 მილიონი ევრო იყო.














