ადრიენ რაბიო იტალიაში ბრუნდება — გამოცდილი ფრანგი ნახევარმცველი მარსელიდან კარიერას მილანში გააგრძელებს! მხარეებმა გარიგების ყველა დეტალები შეათანხმეს. "როსონერი" გამოცდილი ნახევარმცველის სანაცვლოდ დაახლოებით €10 მილიონს გადაიხდის. ადრიენ რაბიო მილანთან 4-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.
მარსელმა ადრიენ რაბიო ტრანსფერზე მას შემდეგ დააყენა, რაც ფრანგმა ნახევარმცველმა ჯონათან როუსთან იჩხუბა. ამ ინციდენტის შემდეგ, რობერტო დე ძერბიმ ფრანგი ფეხბურთელი შემადგენლობიდან მოკვეთა, შესაბამისად, 30 წლის ფრანგის ტრანსფერი სხვა გუნდში უბრალოდ დროის საკითხი იყო.
ადრიენ რაბიო მარსელის ღირსებას 2024 წლიდან მოყოლებული იცავდა. ფრანგმა ამ დროში 32 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.
მაქს ალეგრი და ადრიენ რაბიო ისევ ერთად იმუშავებენ.













