ფრანგმა ფეხბურთელმა იუვენტუსში 212 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 22 გოლი და 15 საგოლე გადაცემითაც გამოირჩა. მხარეებმა ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი განაცხადეს, რასაც რაბიოს "ბიანკონერის" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვება მოჰყვა. ფეხბურთელის დამატებას მილანი, მანჩესტერ იუნაიტედი, ლივერპული, გალათასარაი და საუდის გუნდები განიხილავდნენ, თუმცა როგორც ჩანს, ფრანგმა სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედით წავა, რაბიო საფრანგეთში უახლოეს საათებში ჩაფრინდება, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. მარსელსა და ფეხბურთელს შორის 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება.













