მხარეებმა ახალ კონტარქტებზე მუშაობა გასულ წელს დაიწყეს. მო სალაჰისა და ვირჯილ ვან დაიკის გარდა, კლუბი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის შენარჩუნებასაც ცდილობდა, თუმცა ამ უკანასკნელმა ლივერპულის ბოლო შეთავაზებაზე უარი განაცხადა და კარიერის რეალ მადრიდიში გაგრძელება გადაწყვიტა.
შეგახსენებთ, მო სალაჰი და ვირჯილ ვან დაიკი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტები ხდებიან, შესაბამისად, კლუბს მათი უფასოდ დაკარგვა არ სურდა. ლივერპულის უფროსობამ ყველაფერი გააკეთა ფეხბურთელების შესანარჩუნებლად და როგორც ჩანს, საქმე ბოლომდეც მიიყვანა — გუნდის კაპიტანი და გოლეადორი ენფილდზე რჩებიან.













