"ახალი კონტრაქტი? დარწმუნებული ვარ სეზონის მიმდინარეობისას, ამის შესახებ საუბარი გვექნება. უბრალოდ მინდა თავს კარგად ვგრძნობდე, კარგი ფეხბურთი ვითამაშო და ახალ კონტრაქტზე სასაუბროდ დროს ყოველთვის გამოვნახავ... საჩქარო არაფერია.
საუდის ლიგა? ამ ჩემპიონატიდან არავინ დამკავშირებია. ბევრი ჭორი იწერებოდა, მაგრამ მე ვერაფერს დაგიდასტურებთ. ზაფხულში შვებულებაში გავედი, შემდეგ დავბრუნდი და ვარჯიში განვაახლე, საუდის ლიგაზე ჭორები კი არსაიდან გაჩნდა.
კარიერის დასრულება? ამაზე ჯერ არ ვფიქრობ".
კევინ დე ბრუინი მანჩესტერ სიტის ღირსებას 2015 წლიდან იცავს. ბელგიელმა ამ დროში 386 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 103 გოლი და 171 საგოლე გადაცემითაც მოამარაგა გუნდელები.













