რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები დასრულდა — კრიშტინუ რონალდუ ალ ნასრიში რჩება! ვეტერანი პორტუგალიელი ფეხბურთელი საუდის კლუბთან ხელშეკრულებას 2026 ან 2027 წლამდე გააფორმებს. მხარეებმა წინასწარ სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს, კრიშტიანუ რონალდუ ახალ ხელშეკრულებას უახლოეს პერიოდში მოაწერს ხელს.
შეგახსენებთ, ფეხბურთის ლეგენდა ალ ნასრიში 2023 წელს გადაბარგდა. პორტუგალიელმა შემტევმა ამ დროში 105 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 93 გოლი და 19 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.
იმის მიუხედავად, რომ კრიშტიანუ რონალდუს შემოთავაზებები სხვა კლუბებისგანაც ჰქონდა, 40 წლის ფეხბურთელმა ალ ნასრიში დარჩენა გადაწყვიტა.













