დადასტურებულად — ქენან ილდიზი იუვენტუსთან ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს უახლოეს საათებში გააფორმებს! მხარეებს შორის წინასწარი სიტყვიერი შეთანხმება უკვე შედგა, თურქი ვარსკვლავი "ბიანკონერისთან" ხელშეკრულებას 2030 წლამდე გაახანგრძლივებს.
იმის მიუხედავად, რომ იუვენტუსი და ქენან ილდიზის აგენტები ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ, ტურინელებმა მაინც მოახერხეს და ახალგაზრდა ფეხბურთელი შეინარჩუნეს.
ქენან ილდიზის სიტუაციას ტოპ კლუბები ყურადღებით აკვირდებოდნენ და ბევრი მათგანი პირველ ოფიციალურ შეთავაზებასაც კი ამზადებდა, თუმცა ახლა სიტუაცია თავიდან ბოლომდე შეიცვალა — 20 წლის ფეხბურთელი იტალიაში რჩება და იუვენტუსის დატოვებას არ აპირებს.













