რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა, ნეიმარი სანტოსის შეთავაზებას დათანხმდა! 33 წლის ფეხბურთელმა ბრაზილიულ კლუბთან ახალი 6-თვიან კონტრაქტი გააფორმა. მხარეებმა გარიგების ყველა დეტალი რამდენიმე საათის წინ შეათანხმეს.
იმის მიუხედავად, რომ ნეიმარის დამატებას რამდენიმე ევროპული კლუბი განიხილავდა, ფეხბურთელმა მშობლიურ გუნდში დარჩენა გადაწყვიტა.
შეგახსენებთ, ბრაზილიელი ფეხბურთელი სანტოსში მიმდინარე წლის დასაწყისში დაბრუნდა.













