დადასტურებულად — ბრუნო ფერნანდეში მანჩესტერ იუნაიტედში რჩება! გადაწყვეტილება საბოლოოა და გადახედვას არ ექვემდებარება. 30 წლის პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ალ ჰილალის შემოთავაზება დაბლოკა, რადგან ევროპის დატოვება მის გეგმებში ჯერ არ შედის.
ალ ჰილალი, რომ ბრუნო ფერნანდეშის ტრანსფერზე მუშაობდა, ამის შესახებ პირველი ცნობები რამდენიმე კვირის წინ გაჩნდა. საუდის კლუბი პორტუგალიელ ფეხბურთელს საკმაოდ სოლიდურ ხელფასს სთავაზობდა. ბევრი წყაროს ინფორმაციით, ბრუნო ამ შემოთავაზებას სერიოზულად განიხილავდა, თუმცა როგორც ჩანს ფეხბურთელმა საბოლოო ჯამში მანჩესტერ იუანიტედში დარჩენა გადაწყვიტა.
ბრუნო ფერნანდეში მანჩესტერ იუნაიტედის ღირსებას 2020 წლიდან მოყოლებული იცავს. ფეხბურთელმა ამ დროში 290 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 98 გოლი და 86 საგოლე გადაცემაც შეასრულა. პორტუგალიელმა ამ დროში კლუბთან ერთად ორი ტიტულის მოგებაც მოახერხა.













