რა გეგმები აქვს ნიუკასლს?
ედი ჰაუს გუნდი შვედი ფორვარდის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს, თუმცა ყველაფერი მაინც დიდწილად ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაზეა დამოკიდებული. იმის მიუხედავად, რომ 25 წლის ფეხბურთელი გუნდში ყოფნით ძალიან ბედნიერია, სეზონის ბოლოს, ნიუკასლი ლიგის ზონაში თუ ვერ მოხვდება, დიდია იმის ალბათობა, რომ თავად ისაკმა მოითხოვოს გუნდის დატოვება.
ფეხბურთელს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს, შესაბამისად ნიუკასლი ფეხბურთელს საკმაოდ ძვირად, თითქმის £150 მილიონად აფასებს. შეიძლება ფეხბურთელმა გუნდიდან წასვლა მოითხოვოს, მაგრამ სენტ ჯეიმს პარკის ბინადრები შვედ გოლეადორს მარტივად არ შეელევიან.
დაინტერესებული 5 კლუბი
არსენალი, ჩელსი, მანჩესტერ იუნაიტედი, ლივერპული და პსჟ — ხუთივე გუნდის ინტერესი რეალურია, თუმცა ამ მომენტისთვის მეტი არაფერი ხდება. ყველა სეზონის დასრულებას ელოდება, რა დროსაც ნიუკასლისა და ფეხბურთელის მომავალი გაირკვევა. ზემოთ ხსენებული გუნდები ახალ ფორვარდს ეძებენ და ალექსანდერ ისაკი მათთვის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება. მოსალოდნელია სხვა კლუბების გააქტიურებაც.













