ხოლო რაც შეეხება ალისონ ბეკერს, გამოცდილი ბრაზილიელი მეკარე ლივერპულის დატოვებაზე ჯერჯერობით არ ფიქრობს. 32 წლის ფეხბურთელს კლუბთან არსებული ხელშეკრულება 2027 წლამდე აკავშირებს და ამ მომენტამდე, მისი გუნდიდან წასვლის შესახებ საუბრები არ დაწყებულა. მართალია ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი, მაგრამ დღევანდელი მოცემულობით, საკმაოდ დიდი შანსია ალისონი გიორგი მამარდაშვილთან ერთად კონკურენციაში ვიხილოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ლივერპულს მომდევნო სეზონში ორი უმაღლესი დონის მეკარე ეყოლება.
შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილი ლივერპულს 2025 წლის 1 ივლისს შეუერთდება. ქართველი მეკარე ახალ სეზონში პრემიერ ლიგაში ითამაშებს.













