ზლატან იბრაჰიმოვიჩი გუშინ ევრო 2024-ის ფინალს დაესწრო, სადაც მატჩის შემდეგ მორატასთან შეხვედრა შედგა. ესპანელმა ფეხბურთელმა გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, მილანს ტრანსფერზე საბოლოო თანხმობა განუცხადა. ბოლო ინფორმაციით, მორატას წლიური ხელფასი €5 მილიონამდე იქნება.
მორატას ატლეტიკოში დარჩენა სურდა, თუმცა მხარეებს შორის ბოლო დროს კონფლიქტური სიტუაცია შეიქმენა და გამოცდილმა ესპანელმა სამშობლოს დატოვების გადაწყვეტილება, კიდევ ერთხელ მიიღო. მილანი ოლივიე ჟირუს წასვლის შემდეგ, ახალი ფორვარდის ძიებაში იყო. გუნდის მთავარი სამიზნე ჯოშუა ზირკზე მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდა, შესაბამისად, გუნდმა გეგმა B-ზე დაიწყო მუშაობა და როგორც აღმოჩნდა, ფონსეკას გუნდმა არჩევანი მორატაზე შეაჩერა.
ალვაროს 2023/24 სეზონი საკმაოდ კარგი ჰქონდა - 31 წლის ფორვარდმა 48 შეხვედრაში 21 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემითაც გამოირჩა. მორატა მილანში ევროპის ჩემპიონის რანგში გადადის.














