ბეტისს სეზონის ბოლოს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ან ვალდებულება არ ექნება, შესაბამისად ბრაზილიელი ზაფხულში უკან, მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნდება.
რუბენ ამორიმის "წითელ ეშაკებში" მისვლის შემდეგ, კლუბმა რამდენიმე ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა, სწორედ ამ სიაში მოხვდა ანტონიც, რომლის დამატების ყველაზე დიდი სურვილი სწორედ ბეტისმა გამოთქვა. უახლოეს საათებში მხარეები გარიგების ყველა დეტალის მოგვარებას შეეცდებიან. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ტრანსფერი მომდევნო დღეებში გაოფიციალურდება.













