"კვარაცხელიას ახალი კონტრაქტი? - ჩვენ ამაზე საუბარსა და მუშაობას ვაგრძელებთ. კვარაცხელიას წარმომადგენლებს შეთავაზება ივლისში გავუკეთეთ.
არ გვსურს დიდი ხნით ლოდინი, რადგან გვინდა ჩემპიონატზე ვიყოთ ორიენტირებული. ჩვენ გვსურს კონტრაქტის საკითხი მალე გადავჭრათ, შესაბამისად, უახლოეს პერიოდში სიახლეებს ველოდებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, სეზონის დასრულების შემდეგ გავაკეთებთ დასკვნებსა და შეფასებებს."
ჩვენთვის როგორც ცნობილია, ნაპოლი ქართველ ფეხბურთელს ხელფასის სახით €5-6 მილიონს სთავაზობს, კვარაცხელიას წარმომადენლები კი €8 მილიონს ითხოვენ. განიხილება კონტრაქტის 2029 წლამდე გახანგრძლივება და ასევე, გამოსასყიდი თანხის ჩაწერაც. ფეხბურთელის მხარე გამოსასყიდ თანხაზე თანახმაა, თუმცა ეს თანხა არ უნდა აღემატებოდეს €80 მილიონს, რაზეც ნაპოლი უარს აცხადებს. "პარტენოპეის" სურვილია, რომ კვარაცხელიას ხელშეკრულებაში გამოსასყიდი თანხა, დაახლოებით, €100-120 მილიონი ჩაიწეროს. კვარაცხელიას ნაპოლისთან ამჟამინდელი კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.
იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი













