არდა გიულერი და ენდრიკი — ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც ამ სეზონში დიდ სათამაშო დროს ვერ იღებს, მედიის სასაუბრო თემად კვლავ რჩება. კარლო ანჩელოტი ორივე მათგანს აქებს და ყოველი მატჩის წინ, ყოველთვის იმას აცხადებს, რომ მათი დრო მოვა და სათამაშო დროს ისინიც მიღებენ, თუმცა რეალობა სულ სხვა რამეს ასახავს. ამ სეზონში არდა გიულერს 29, ხოლო ენდრიკს 27 მატჩი მოუგროვდა, თუმცა ფეხბურთელები სათამაშო დროს მხოლოდ სკამიდან შესვლის შემდეგ თუ იღებენ, ისიც რამდენიმე წუთს.
თურქი და ბრაზილიელი დიდ სათამაშო დროს რომ ვერ იღებენ, ამის გამო კარლო ანჩელოტის კრიტიკას ვერავინ დაიწყებს, რადგან ზემოთ ხსენებული ვარსკვლავები წარმატებულად ასპარეზობენ და მათთვის სათამაშო დროის შემცირება, შეიძლება გუნდის შედეგებეზე უარყოფითად აისახოს. სწორედ ამიტომ, დიდი შანსია ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს როგორც ენდრიკმა, ისე არდა გიულერმაც რეალ მადრიდი დატოვოს. საუბარი რა თქმა უნდა მშრალ იჯარაზეა, რაც როგორც "სამეფო კლუბს", ისე ფეხბურთელებსაც უნდა აწყობდეთ.
გერმანულ გავლენიან გამოცემებს თუ დავუჯერებთ, ორივე ფეხბურთელის მიმართ ბუნდესლიგის გუნდები ინტერესს უკვე იჩენენ — საუბარია ლაიფციგზე, აინტრახტსა და შტუტგარტზე. ამ მომენტისთვის ფეხბურთელების პოტეცნიურ ტრანსფერებზე მეტი არაფერი ხდება, თუმცა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ ევროპის მასშტაბით კლუბები უფრო მეტად გააქტიურდებიან.













