პსჟ ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა. უკვე ცნობილია იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომლებიც გუნდის გეგმებში აღარ შედიან და სეზონის ბოლოს პარიზს დატოვებენ — სიაში საკმაოდ ბევრი ფეხბურთელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, გუნდი სერიოზულ შევსებას გეგმავს.
როგორც ცნობილი ხდება, პსჟ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტალანტის ფრანკო მასტანტუონოს ტრანსფერზე მუშაობს! "არგენტინული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავია"— რივერ პლეიტის 17 წლის ტალანტზე მედია უკვე რამდენიმე წელია საუბრობს, მეტიც, ფეხბურთელს ისეთ კლუბებს უკავშირებენ როგორიცაა რეალ მადრიდი, ჩელსი, მანჩესტერ იუნაიტედი და მანჩესტერ სიტი, თუმცა, როგორც ახლა ირკვევა ყველაზე მეტად პარიზული გრანდი აქტიურობს. ტრანსფერზე პირადად ლუიშ კამპუში მუშაობს, რომელსაც მასტანტუონო ძალიან მოსწონს.
ფრანკო მასტანტუონო რივერ პლეიტის აკადემიის აღზრდილია, 2024 წლიდან მოყოლებული კი პირველი გუნდის ღირსებას იცავს. ფეხბურთელმა ამ დროში 55 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 7 გოლი და 5 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. პოზიციით "ათიანი" არგენტინის 20-წლამდე ნაკრების შეუცვლელი წევრია.
რაც შეეხება ფეხბურთელის სატრანსფერო ფასს, მასტანტუონოს კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა €45 მილიონი უწერია. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, არგენტინელის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.













