საქართველოს 21-წლამდე ნაკრებისა და შახტარის ფეხბურთელმა ირაკლი აზაროვმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"2024/25 სეზონი რთული გამოდგა. მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო ჩემი სათამაშო დრო გასულ სეზონში, შესაბამისად, მას უნდა ჰკითხოთ, რა მოხდა არასწორად.
იმედი მაქვს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ რაღაც კარგი მოხდება. არის შემოთავაზებები, თუმცა ვერ ვიტყვი საიდან. შახტარის იჯარით დატოვებას არ ვაპირებ. იმედი მაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატი ახალ ტრანსფერში დამეხმარება.
ომი და ოჯახისგან შორს ყოფნა ჩემთვის ძალიან რთულია"
ირაკლი აზაროვს შახტართან არსებული კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს, მისი სატრანსფერო ფასი კი დაახლოებით €8-10 მილიონია.













