რეალ მადრიდი, რომ ამ ფეხბურთელებით ინტერესდებოდა, ეს საკმაოდ ძველი ამბავია. ალფონსო დევისზე საუბრები დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, როდესაც გაირკვა, რომ კანადელი და ბაიერნი ახალ ხელშეკრულებაზე ვერ თანხმდებოდნენ. მას შემდეგ სიტუაცია დიდად არ შეცვლილა, 24 წლის ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი კვლავ არ გაუფორმებია, გერმანულ კლუბში კი მისი დაკარგვისთვის ემზადებიან.
რაც შეეხება ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს, მერსისაიდელები ყველაფერს აკეთებენ ინგლისელის შესანარჩუნებლად, თუმცა დღევანდელი მოცემულობით, ახალი კონტრაქტის გაფორმება თითქმის შეუძლებელი ჩანს. 26 წლის ფეხბურთელი საკმაოდ სოლიდურ ხელფასს ითხოვს, მეტიც, მო სალაჰზე და ვირჯილ ვან დაიკზე მეტსაც კი, რაც ლივერპულისთვის პრობლემას წარმოადგენს. ენფილდის ბინადრები არნოლდის გარდა, ეგვიპტელისა და ნიდერლანდელის შენარჩუნებასაც ცდილობენ, რადგან სეზონის ბოლოს ისინიც თავისუფალი აგენტები ხდებიან.
როგორც ბაიერნი, ისე ლივერპული, დევისისა და ტრენტის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებენ, თუმცა რაც უფრო მეტი დრო გადის, ფეხბურთელების წასვლის შანსი, სულ უფრო და უფრო იზრდება. ორივე ფეხბურთელს ახალ კლუბთან წინასწარი კონტრაქტის გაფორმება, 1 იანვრიდან შეეძლებათ და ეს კლუბი დიდი შანსია რეალ მადრიდი იყოს! სამეფო კლუბი ორივე ფეხბურთელის აგენტს რამდენიმე კვირის წინ დაუკავშირდა — მხარეებს შორის კონტრაქტის დეტალებზე საუბარი უკვე შედგა.