ბოლო წლებში "მეთოფეების" მთავარი პრობლემა გოლეადორი ფორვარდის არყოლა იყო. ბევრი იმასაც კი ამბობს, რომ არსენალმა პრემიერ ლიგა სწორედ იმიტომ ვერ მოიგო, რომ გუნდს გოლის გამტანი ფეხბურთელი არ ჰყავდა. გაბრიელ ჟეზუსი, კაი ჰავერცი და ლეანდრო ტროსარი — გამოკვეთილი ფორვარდი არც ერთი მათგანი არაა, რაც მიკელ არტეტასთვის დიდ პრობლემებს წარმოადგენს. ამ ყველაფერს ემატება ხშირი ტრავმიანობაც, რაც ამ სამეულიდან ორ ფეხბურთელზეც აისახა. გაბრიელ ჟესუსი და კაი ჰავერცი გუნდს სეზონის ბოლომდე ვერ დაეხმარებიან. შეგახსნებეთ, ამ მომენტისთვის მიკელ მერინოა არსენალის მთავარი ცხრიანი, ფეხბურთელი, რომელიც პოზიციით ცენტრალური ნახევარმცველია.
ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, არსენალი ზაფხულში მინიმუმ ერთი ფორვარდის დამატებას გეგმავს, ინგლისურმა პრესამ კი ლონდონურ კლუბს 5 ფორვარდი უკვე დაუკავშირდა:
- ალექსანდერ ისაკი, ნიუკასლი, სატრანსფერო ფასი €150 მილიონი
- ვიქტორ გიოკერეში, სპორტინგი, სატრანსფერო თანხა €100 მილიონი (გამოსასყიდი თანხა)
- ბენჟამინ შეშკო, ლაიფციგი, სატრანსფერო ფასი €70-80 მილიონი
- უგო ეკიტიკე, აინტრახტი, სატრანსფერო ფასი €70-80 მილიონი
- მატეუს კუნია, ვულვზი, სატრანსფერო ფასი €75 მილიონი (გამოსასყიდი თანხა)
- ბენჟამინ შეშკო, ლაიფციგი, სატრანსფერო ფასი €70-80 მილიონი
- უგო ეკიტიკე, აინტრახტი, სატრანსფერო ფასი €70-80 მილიონი
- მატეუს კუნია, ვულვზი, სატრანსფერო ფასი €75 მილიონი (გამოსასყიდი თანხა)
- ვიქტორ ოსიმენი, ნაპოლი, სატრანსფერო თანხა €60-70 მილიონი
ამ სიას დიდი შანსია ზაფხულის მოახლოებასთან ერთად სხვა კანდიდატებიც დაემატოს. დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ არსენალი 2025/26 სეზონს ახალი ცხრიანით დაიწყებს.













