იტალიელი მენეჯერი საქმეს უკვე შეუდგა და როგორც ინგლისური გავლენიანი გამოცემები წერენ, არსენალმა ვიქტორ გიოკერეშის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო. ანდრეა ბერტას შვედი ფორვარდის კანდიდატურა ძალიან მოსწონს და როგორც ჩანს, ზაფხულის #1 სამიზნე სწორედ ის იქნება.

არსენალი კიდევ ერთი შვედი ფორვარდით, ალექსანდერ ისაკითაც ინტერესდება, თუმცა 25 წლის ფეხბურთელის დამატება მარტივი არ იქნება. ნიუკასლი 25 წლის გოლეადორს დაახლოებით £150 მილიონად აფასებს, რაც არსენალისთვის საკმაოდ დიდი თანხაა.
ვიქტორ გიოკერეშის მიმართ ინტერესს სხვა ტოპ კლუბებიც იჩენენ, თუმცა ფაქტია ყველაზე მეტად არსენალი აქტიურობს. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, 26 წლის ფეხბურთელის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.
შეგახსნებეთ, ვიქტორ გიოკერეში სპორტინგის ღირსებას 2023 წლიდან მოყოლებული იცავს. ფეხბურთელმა ამ დროში 92 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 85 გოლი და 26 საგოლე გადაცემაც შეასრულა. პორტუგალიური კლუბი 26 წლის ფეხბურთელს დაახლოებით €70-80 მილიონად აფასებს.













