ბარსელონას სპორტული დირექტორი დეკუ გერმანიაში დღეს ჩაფრინდა, სადაც ფეხბურთელის აგენტს შეხვდა. როგორც Jijantes FC და Sky Sports Germany იტყობინებიან, ბარსელონამ ფეხბურთელის აგენტთან პინი ზაჰავისთან თითქმის ყველაფერი შეათანხმა. როგორც ირკვევა, ამ ტრანსფერში ჰანსი ფლიკის ფაქტორი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. გერმანელი სპეციალისტი 28 წლის მცველს რამდენჯერმე ესაუბრა და ბარსელონაში თამაშზე მისი დაყოლიება სცადა.
ჯონათან ტა ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება. გერმანელმა მცველმა ახალ კონტრაქტზე უარი განაცხადა, ლევერკუზენი კი მის გასაშვებად ემზადება. ბარსელონას გარდა საქმეში იყო ბაიერნი, იუვენტუსი და ინტერი, თუმცა როგორც ჩანს ყველას ესპანურმა გრანდმა აჯობა.
უახლოეს კვირებში ამ პოტენციურ გარიგებასთან დაკავშირებით, უფრო მეტი სიახლე გახდება ცნობილი.













