კატალონიელებმა ატლეტიკო პარანაენსეს ყოფილი თავდამსხმელი გაიფორმეს გასულ ზაფხულს, თუმცა მისი დებიუტი ზამთარში შედგა. 40 მილიონ ევროდ ნაყიდმა ფორვარდმა მოასწრო 16 მატჩის ჩატარება და 2 ბურთის გატანა. აქვე დავამატებთ, 19 წლის ფორვარდის სახელს საუდის არაბეთის კლუბებსაც უკავშირებდნენ.
როკე არის რიგით მეორე ფეხბურთელი, რომელიც მიმდინარე კვირაში "ბლაუგრანას" დატოვებს. როგორც ცნობილია, კლუბი დაემშვიდობება ილქაი გიუნდოგანს, რომელიც მანჩესტერ სიტიში დაბრუნდება.















