27 წლის ნახევარმცველს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, შესაბამისად, თუ უახლოეს პერიოდში მხარეებს შორის ახალი ხელშეკრულება არ გაფორმდება, დიდი შანსია ბარსამ ფეხბურთელი უფასოდ დაკარგოს, რაც კლუბის გეგმებში რა თქმა უნდა არ შედის.
ნიდერლანდელი ფეხბურთელი კატალონიური კლუბის ღირსებას 2019 წლიდან მოყოლებული იცავს. ამ დროში ფეხბურთელმა 215 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 17 გოლი და 21 საგოლე გადაცემითაც გამოირჩა. 5 წელიწადში დე იონგმა სამი ტიტულის მოგებაც მოახერხა.
უახლოეს თვეებში, დე იონგის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით უფრო მეტი სიახლე გახდება ცნობილი.













