ატლეტიკო მადრიდის არგენტინელმა ფეხბურთელმა ხულიან ალვარესმა ბარსელონას პოტენიცურ ინტერესსა და საკუთარ მომავალთან დაკავშირებით მედიასთან ისაუბრა.
"ბარსელონას ინტერესი? მე ძალიან მშვიდად ვარ. პრესაში ყოველთვის ბევრი რაღაც იწერება, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ მე მხოლოდ ატლეტიკოზე ვფიქრობ. ახალი სეზონი ახლა დაიწყო და დიდად არ მაინტერესებს რა დაიწერება ჩემ შესახებ.
ჩემი მიზანია ყოველდღიურად განვითარდე და ატლეტიკო მადრიდთან ერთად რაც შეიძლება მეტი მატჩი და ტიტული მოვიგო. ზუსტად ესაა ჩემი საფიქრალი და არა ის თუ რა იწერება სოციალურ ქსელებში".
ხულიან ალვარესი ატლეტიკო მადრიდის ღირსებას 2024 წლიდან მოყოლებული იცავს. არგენტინელმა ამ დროში 65 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 36 გოლი და 11 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.
არგენტინელ შემტევს მადრიდულ კლუბთან არსებული კონტრაქტი 2030 წლამდე აკავშირებს, მისი სატრანსფერო ფასი კი დაახლოებით €150 მილიონია.













