ბარსელონა და ნიდერლანდელი ფეხბურთელი ახალ კონტრაქტზე დაახლოებით ერთი წელია რაც მუშაობენ, თუმცა მხარეები შეთანხმებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. 27 წლის ნახევარმცველს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, შესაბამისად, თუ უახლოეს პერიოდში მხარეებს შორის ახალი ხელშეკრულება არ გაფორმდება, დიდი შანსია ბარსამ ფეხბურთელი უფასოდ დაკარგოს, რაც კლუბის გეგმებში რა თქმა უნდა არ შედის.
როგორც ესპანური გამოცემები წერენ, კატალონიური კლუბი ფრენკი დე იონგს დაახლოებით €25-30 მილიონად აფასებს. იმის მიუხედავად, რომ ფეხბურთელის კარიერა ისე ვერ აეწყო, როგორც ვარაუდობდნენ, იმ თანხას რასაც ბარსელონა ითხოვს, დიდი შანსია ბევრმა კლუბმა მაინც გადაიხადოს.
ნიდერლანდელი ფეხბურთელი კატალონიური კლუბის ღირსებას 2019 წლიდან მოყოლებული იცავს. ამ დროში ფეხბურთელმა 223 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 17 გოლი და 21 საგოლე გადაცემითაც გამოირჩა. 5 წელიწადში დე იონგმა სამი ტიტულის მოგებაც მოახერხა. უახლოეს თვეებში, დე იონგის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით უფრო მეტი სიახლე გახდება ცნობილი.













