"ძალიან მინდოდა ბეილის მანჩესტერში გადმობირება. ამ გუნდს ყოველთვის ჰყავდა გამორჩეული გარემარბები და საინტერესო იქნებოდა, თუ როგორ გააგრძელებდა გარეთი მათ გზას. ფინანსურად ყველაზე დიდი წინადადება ტოტენჰემს სწორედ იუნაიტედმა შესთავაზა, მისთვის ვერტმფრენიც კი გვქონდა მომზადებული.
რთულია ასეთ წინადადებაზე უარის თქმა, თუმცა უელსელი გარემარბი მხოლოდ რეალზე ფიქრობდა", - იხსენებს "წითელი ეშმაკების" ყოფილი მწვრთნელი.
შეგახსენებთ, ჰოტსპურის ყოფილი ვინგერი მადრიდში 101 მილიონის სანაცვლოდ გადავიდა. მან ჩაატარა 258 მატჩი, გაიტანა 106 ბურთი და ჩემპიონთა ლიგის 5 თასი მოიგო.















