მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, მანჩესტერ სიტიში ძირეული ცვლილებები მოხდება. კლუბთან დაახლოებულ წყაროებს თუ დავუჯერებთ, რამდენიმე ფეხბურთელი გუნდს 100% დატოვებს, ზოგის საკითხი კი სეზონის ბოლოს გადაწყდება. ამ სიაშია ბერნარდუ სილვაც, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება.
კლუბის უფროსობას 31 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელის შენარჩუნება სურს, თუმცა ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები ამ დრომდე არ დაწყებულა, რაც საქმეს ცოტათი ართულებს. ამასობაში, ბერნარდუ სილვას მიმართ ინტერესი რამდენიმე კლუბმა უკვე გამოთქვა. იუვენტუსი, ბენფიკა და ჩიკაგო ფაიერი — სამივე გუნდის ინტერესი რეალური და დადასტურებულია.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, ბერნარდუ სილვას თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცა გახდება ცნობილი. დიდი შანსია პორტუგალიელმა ფეხბურთელმა მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მუნდიალის დასრულების შემდეგ მიიღოს, იქამდე კი ზემოხსენებული კლუბების გარდა მოსალოდნელია, რომ სხვა გუნდებიც უფრო მეტად გააქტიურდებიან.













