დადასტურებულად — ბეტისში ანტონის გამოსყიდვა გადაწყვიტეს! დიახ, ესპანური კლუბი ტრანსფერზე მუშაობას იწყებს და უახლოეს პერიოდში პირველ ოფიციალურ შეთავაზებასაც გააკეთებს. ბრაზილიელი ფეხბურთელის უკან, მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნება გამორიცხულია.
ანტონი ბეტისში იჯარის წესით ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადაბარგდა. 25 წლის ფეხბურთელმა ამ დროში 24 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 8 გოლი და 5 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.
25 წლის ბრაზილიელ ვინგერს მანჩესტერ იუნაიტედთან არსებული კონტარქტი 2027 წლამდე აკავშირებს. ამ მომენტისთვის უცნობია, "წითელი ეშმაკები" ანტონის რამდენად აფასებენ, თუმცა მოსალოდნელია, რომ სატრანსფერო ფასი €35 მილიონზე ნაკლები არ იქნება. ფეხბურთელის სიტუაციას სხვა კლუბებიც ყურადღებით აკვირდებიან და თუ ანტონი ბეტისში არ დარჩება, ბრაზილიელის დამატებას სხვა გუნდები შეეცდებიან.













