მატს ჰუმელსი ჯერ კიდევ თავისუფალი აგენტია — მას შემდეგ, რაც ვეტერანმა გერმანელმა მცველმა დორტმუნდი დატოვა, ფეხბურთელი არაერთ გუნდს დაუკავშირეს, მათ შორის ვესტ ჰემს, მილანს, ბოლონიასა და რომას, თუმცა ამ დრომდე ჰუმელსს გადაწყვეტილება არ მიუღია.
ახლა კი ცნობილი ხდება, რომ საქმეში ბრაიტონიც ჩაერთო. ფაბიან ჰიურცელერსა და 35 წლის ფეხბურთელს შორის, პირველი კონტაქტი უკვე შედგა და როგორც იწერება, ინგლისელები საკმაოდ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. "თოლიები" მატს მინიმუმ 1-წლიან კონტრაქტს და საკმაოდ სოლიდურ ხელფასს სთავაზობენ.
უახლოეს დღეებში, ჰუმელსის თაობაზე უფრო მეტ სიახლეს შევიტყობთ. ფეხბურთელი საბოლოო გადაწყვეტილებას მალე მიიღებს... განიხილება როგორც კარიერის დასრულება, ისე გაგრძელებაც.
Premier League
ბრაიტონი ჰუმელსის აგენტს დაუკავშირდა













