დადასტურებულად — რეალ მადრიდი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს როდრიგოს თაობაზე ყველა შეთავაზებას განიხილავს! მას შემდეგ, რაც ბრაზილიელმა ფეხბურთელმა 2024/25 სეზონის დასრულების შემდეგ კლუბიდან წასვლა გადაწყვიტა, ბევრი გამოცემა იმაზე საუბრობდა, რომ ფლორენტინო პერესი როდრიგოს შენარჩუნებას მაინც ბოლომდე შეეცდებოდა, თუმცა სიტუაცია არც ჩაბი ალონსოს სამეფო კლუბში მისვლის შემდეგ არ შეცვლილა. ესპანელმა სპეციალისტმა როდრიგოს გაყიდვაზე თანხმობა განაცხადა, რადგან 24 წლის შემტევი მის გეგმებში არ შედის.
როდრიგოს აგენტი რამდენიმე კლუბთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს, საიდანაც ყველაზე მეტად არსენალი აქტიურობს. ლონდონური კლუბი ახალ ვინგერს ეძებს და როგორც ირკვევა, ბრაზილიელი ფეხბურთელი მიკელ არტეტასთვის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. ამ მომენტისთვის კლუბებს შორის კონტაქტი არ შემდგარა, თუმცა ამ პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში სიახლეებს ველოდებით. მოსალოდნელია სხვა კლუბების გააქტიურებაც.
როდრიგო რეალის ღირსებას 2019 წლიდან მოყოლებული იცავს. ფეხბურთელმა ამ დროში 269 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 68 გოლი და 51 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. ბრაზილიელმა სამეფო კლუბთან ერთად 13 ტიტულიც მოიგო. 24 წლის ფეხბურთელს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს, მისი სატრანსფერო ფასი კი მინიმუმ €80 მილიონია.













