ამ საკმაოდ მძიმე ტრავმის შემდეგ, ინგლისური მედია გიორგი ჩაკვეტაძის თაობაზე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს - "ქართველმა ფეხბურთელმა უოტფორდის მაისურით ბოლო მატჩი უკვე ჩაატარა. ბრისტოლთან მისი თამაში, "ყვითლების" მაისურით ბოლო იყო, ზაფხულში 25 წლის ფეხბურთელი გუნდს 100% დატოვებს."
დიახ, თუ ბოლო მომენტში რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, გიორგი ჩაკვეტაძე ახალ სეზონს ახალ გუნდში დაიწყებს. უოტფორდი დიდი ალბათობით პლეი-ოფის ზონაშიც კი ვერ მოხვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაფხულში გუნდს ლიდერები დატოვებენ და ამ სიაშია ქართველი ფეხბურთელიც. გიორგი ჩაკვეტაძეს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს, მისი სატრანსფერო ფასი კი დაახლოებით €15-20 მილიონია.

ქართველი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს პრემიერ ლიგის კლუბები უკვე იჩენენ. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, გიორგი ჩაკვეტაძის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი. საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი კარიერის მომდევნო ეტაპისთვის ემზადება.