ალ აჰლის შემდეგ, საქმეში ჩელსიც ჩაერთო — ლონდონურმა კლუბმა ვიქტორ ოსიმენის თაობაზე მოლაპარაკებები განაახლა! ენცო მარესკას გუნდი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ფორვარდის დამატებას გეგმავს და 25 წლის ნიგერიელი ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. ჩელსის წარმომადგენლები ბოლო რამდენიმე საათია ფეხბურთელის აგენტთან მუდმივ კონტაქტზე არიან. ნაპოლის ფეხბურთელის გაყიდვა სურს და მზად არის ვიქტორს €70-80 მილიონის ფარგლებში შეელიოს.
სიაში კიდევ ერთი ფეხბურთელია, კერძოდ აივან ტოუნი, ფეხბურთელი რომელიც ბრენტფორდის დატოვებას ცდილობს და როგორც ოსიმენს, მასაც საუდის ლიგაში ეპატიჟებიან. საქმეში რამდენიმე კლუბია, რომლებიც 28 წლის ინგლისელ ფეხბურთელს, საკმაოდ სოლიდურ ხელფასს სთავაზობენ, თუმცა ტოუნი გადაწყვეტილების მიღებას ჯერ არ ჩქარობს. ჩელსი ფეხბურთელის აგენტს უკვე დაუკავშირდა და პოტენციური ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია მიიღო.
სატრანსფერო ფანჯარა 3 დღეში იხურება, ჩელსი კი "ბოლო გასროლას" ამზადებს, მარესკა ახალ ფორვარდს ელოდება.














