ჩელსი და ნაპოლი ფეხბურთელების გაცვლაზე მუშაობენ: რომელუ ლუკაკუ "პარტენოპეიში", ხოლო ვიქტორ ოსიმენი სტემფორდ ბრიჯზე! მხარეები ამ ორ ტრანსფერზე შეთანხმებას, უახლოეს დღეებში შეეცდებიან.
განიხილება როგორც პირდაპირ ტრანსფერები, ასევე იჯარაც, თუმცა ყველაფერი ფინანსურ დეტალებზე იქნება დამოკიდებული. 31 წლის ბელგიელი და იტალიური კლუბი პირად კონტრაქტზე რამდენიმე კვირის წინ შეთანხმდნენ, თუმცა ტრანსფერი იმის გამო ვერ იხურება, რომ ვიქტორ ოსიმენი კვლავ ნაპოლიში ირიცხება. ნიგერიელის დამატებას პსჟ განიხილავდა — ფეხბურთელს პარიზული ვარიანტი ძალიან მოსწონს, მაგრამ მხარეები ამ დრომდე სატრანსფერო თანხაზე ვერ თანხმდებიან.
ლონდონურ კლუბში ოსიმენის ვარიანტი სულ მოსწონდათ, თუმცა ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხის €130 მილიონის გადახდა, ყოველთვის პრობლემა იყო, თუმცა რომელუ ლუკაკუს შეუძლია ეს გარიგება რეალობაში მოიყვანოს. ბელგიელის დახმარებით, გუნდები ფეხბურთელების გაცვლაზე დიდი ალბათობით შეთანხმებდიან.
უახლოეს დღეებში ფეხბურთელების შესაძლო გაცვლასთან დაკავშირებით, უფრო მეტ სიახლეს შევიტყობთ.
Premier League
ჩელსი და ნაპოლი ფეხბურთელების გაცვლაზე მუშაობენ













