ჩელსიში ახალი სეზონისთვის მზადებას აქტიურად აგრძელებენ. კლუბმა ლიამ დელაპის, დარიო ესუგოსა და მამადუ სარის ტრანსფერები უკვე დახურა, თუმცა ენცო მარესკას გუნდი ამაზე გაჩერებას არ აპირებს. ლონდონელები მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს დაახლოებით 5-6 ფეხბურთელს კიდევ დაიმატებენ.
უკვე ცნობილია რომელი ფეხბურთელები არ შედიან იტალიელი სპეციალისტის გეგმებში და ვინ შეიძლება დატოვოს ჩელსი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს.
ჯორჯე პეტროვიჩი, ბენ ჩილველი, აქსელ დისასი, რენატო ვეიგა, კერნი ჩუკვუემეკა, რაჰიმ სტერლინგი, ნონი მადუეკე, ლესლი უგოჩუკვუ, კრისტოფერ ნკუნკუ, ჟოაუ ფელიქსი, არმანდო ბროია, დავიდ დატრო ფოფანა, ნიკოლას ჯექსონი — ამ ფეხბურთელებს უკვე განუცხადეს, რომ ისინი კლუბის გეგმებში აღარ შედიან და ახალი გუნდების მოძებნა მოუწევთ.
ზემოხსენებულ სიაში ვერ მოხვდნენ მალო გუსტო, ბენუა ბადიაშილე, მარკ გიუ და კირან დიუსბერი-ჰოლი, თუმცა დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ თუ რომელიმე კლუბი ამ ფეხბურთელების სანაცვლოდ სოლიდურ თანხას გადაიხდის, ჩელსი ტრანსფერს არ დაბლოკავს.













