დადასტურებულად — ჩელსი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს როგორც ნონი მადუეკეს, ისე ნიკოლას ჯექსონის სანაცვლოდ ყველა შეთავაზებას განიხილავს. კლუბში ფიქრობენ, რომ შეტევის გადახალისება საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შესაბამისად, ენცო მარესკას ორივე ფეხბურთელის ჩანაცვლება ახალი მოთამაშეებით სურს.
ორივე ფეხბურთელს ჩელსისთან საკმაოდ გრძელვადიანი კონტრაქტი აკავშირებს. ჯექსონს არსებული ხელშეკრულება 2033 წლამდე აქვს, ხოლო მადუეკეს 2030 წლამდე, შესაბამისად, მათი გაყიდვა მარტივი ნამდვილად არ იქნება.
როგორც ინგლისელი ვინგერის, ისე სენეგალელი ფორვარდის სატრანსფერო ფასი მინიმუმ €50 მილიონია. ფეხბურთელის აგენტები ახალ გუნდებს უკვე ეძებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს კვირებში მადუეკესა და ჯექსონის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.













