ახალი ფეხბურთელებით გუნდის შევსება გრძელდება, ხოლო რაც შეეხება ძველ კადრებს, ენცო მარესკამ დიდი რევოლუცია დაანონსა და ტრანსფერზე საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი დააყენა, მათ შორის ბენ ჩილველიც.
"ალბათ სჯობს, რომ გუნდი დატოვოს და ისეთ ადგილას წავიდეს, სადაც უფრო მეტ სათამაშო დროს მიიღებს.
ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, კარგი პროფესიონალი, მაგრამ პრობლემაში იმაში მდგომარეობს, რომ საკუთარი ადგილის პოვნა უჭირს. მას დიდ სათამაშო დროს ვერ ვპირდები", - ენცო მარესკა ჩილველის შესახებ.
ამ კომენტარის შემდეგ, ინგლისელის აგენტმა ფეხბურთელი რამდენიმე გუნდს შესთავაზა და ამ სიაშია მანჩესტერ იუნაიტედიც, რომელიც ახალ მარცხენა მცველს ეძებს. ლუკ შოს პრობლემები გრძელდება, ინგლისელი კვლავ ტრავმირებულია, ასევე გაურკვეველია როდის დაბრუნდება ტაილერ მალასიაც, შესაბამისად, ერიკ ტენ ჰაგს ახალი ფლანგის მცველის დამატება სურს. როგორც ირკვევა, "წითელი ეშმაკები" ჩილველის ტრანსფერზე სერიოზულად ფიქრობენ, თუმცა ამ მომენტისთვის ამ გარიგებაზე მუშაობა ოფიციალურად არ დაწყებულა. უახლოეს დღეებში 27 წლის ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით, უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.













