იმობილე ლაციოს ღირსებას 2016 წლიდან მოყოლებული იცავდა, რა დროშიც 340 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 207 გოლი და 54 საგოლე გადაცემითაც გამოირჩა, თუმცა ყველა დიდებულ ისტორიას აქვს დასასრული, ჩირო "არწივების" დასატოვებლად ემზადება.
Super Lig
ჩირო იმობილე კარიერას ბეშიქთაშში გააგრძელებს

ჩირო იმობილეს იტალიური კარიერა დასასრულს მიუახლოვდა, 34 წლის ფორვარდი ლაციოს ტოვებს — ვეტერანი ფეხბურთელი კარიერას ბეშიქთაშში გააგრძელებს. მხარეები ტრანსფერის ბოლო დეტალებს აგვარებენ და როგორც იტალიურ პრესაში იწერება, თურქულ გრანდს, ჩიროს ტრანსფერი, სულ რაღაც €3 მილიონი დაუჯდება. მხარეებს შორის 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება, ფეხბურთელს კი უახლოეს საათებში თურქეთში ელოდებიან.












