ახალგაზრდა ფეხბურთელების,ლუკა ლაცაბიძის და აბდულაი იოროს დამატების შემდეგ, დინამო თბილისმა მორიგი ტრანსფერი განახორციელა.
LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, გამოცდილი ფეხბურთელი გიორგი ხარაიშვილი კარიერას დინამო თბილისში გააგრძელებს და სეზონის მეორე ნახევრიდან გუნდს დაეხმარება.
მოგეხსენებათ, ხარაიშვილი დინამოში 2023 წლის სეზონში თამაშობდა და ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა, როცა 8 გოლი და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ბოლოს ხარაიშვილი აზერბაიჯანული სუმგაიტის რიგებში გამოდიოდა. 28 წლის ფეხბურთელი უკვე გუნდთან ერთადაა.













