ნიკო უილიამსის ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ, ბარსა თავიდან ბოლომდე დანი ოლმოს დამატებაზე გადაერთო. ლაიფციგმა კატალონიური გუნდის პირველი ოფიციალური შეთავაზება დაბლოკა, თუმცა როგორც ჩანს, მეორე შეთავაზებაზე რედ ბულის კლუბმა უარი ვეღარ თქვა.
დეკუ გერმანიაში რამდენიმე საათის წინ ჩაფრინდა, სადაც როგორც ოლმოს და მის აგენტს, ასევე ლაიფციგის უფროსობასაც შეხვდა. როგორც ჩანს, ამ შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ტრანსფერზე შეთანხმება მოახერხეს.













